LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ქართულ ენაზე რაღაც ჩაილაპარაკა და დამყვირა” – ბოლივუდის მსახიობი ქართველ მესაზღვრეს ადანაშაულებს

129

ბოლივუდის ერთ-ერთი ცნობილი მსახიობი რიჩა ჩადჰა ქართველ მესაზღვრეს რასიზმში ადანაშაულებს.

მსახიობი, ტვიტერზე წერს, რომ ქვეყნის გამშვებ პუნქტზე ის რასობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლი გახდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში შემოსვლაზე მას პრობლემა არ გასჩენია და პოსტში მხოლოდ მესაზღვრის ქცევაზე გამოხატავს უკმაყოფილებას.

“საქართველოდან გასვლისას, საპასპორტო კონტროლზე რასისტი მესაზღვრე შემხვდა. მან ჩემი პასპორტი მაგიდაზე ორჯერ დააგდო… ქართულ ენაზე რაღაც ჩაილაპარაკა, დამყვირა და მითხრა ავჩქარებულიყავი. სამწუხაროა, რომ ქვეყნის დატოვებისას ეს ადამიანები არიან ბოლოები, ვისაც ვხედავთ” – წერს ჩადჰა.

 

ის ამასთან დაკავშირებით, კიდევ ერთი საქართველოში მყოფი უცხოელის პოსტს აქვეყნებს მათთვის, ვინც დაუკომენტარა, რომ “შესაძლოა ქართველი მესაზღვრე, უბრალოდ ცუდ ხასიათზე იყო”.

“ქართველი მესაზღვრეები რასისტები არიან. საშინელი გამოცდილება მივიღეთ. ჩვენი მეგობარი უკან დააბრუნეს. ერიდეთ ამ ქვეყანას” – წერს ნაომი დატა და მის პოსტს ბოლივუდის მსახიობი აზიარებს.

ამ განცხადებამდე, ჩადჰა წერდა, რომ საქართველოში მას ძალიან თავაზიანი ტაქსისტი შეხვდა, რამაც ქვეყანაზე მისი წარმოდგენა შეცვალა.

რიჩა ჩადჰა ბოლივუდის ცნობილი მსახიობია, მისი კარიერა ათობით ფილმს ითვლის. როგორც გაირკვა, საქართველოში ის ინდურ-ამერიკული ტელესერიალის “Inside Edge-ის” გადაღებაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები