ჟურნალ Time-ის რედაქტორმა დენ სტიუარტმა „ტვიტერზე“ ოქტომბრის ნომრის გარეკანი გამოაქვეყნა, რომელზეც გამოსახული არიან აშშ-ის პრეზიდენტეი დონალდ ტრამპი და მისი რუსი კოლეგა, ვლადიმერ პუტინი.
გარეკანზე ქვეყნის ლიდერები რუსული ხის სათამაშოს – “მატრიოშკას” სახით არიან წარმოდგენილი. მათ ფონზე კიდევ ორი თოჯინაა – რუსი ოლიგარქი ვიქტორ ვაკსელბერგი და ამერიკელი პოლიტიკოსი პოლ მანაფორტი, რომელიც ამჟამად ამერიკული არჩევნების დროს რუსეთთან თანამშრომლობის ბრალდებით დაკავებულია.
პუტინი ყველაზე პატარა “მატრიოშკაა”, რომელიც სხვა თოჯინების შიგნით მდებარეობს.
“ყველა მეფის კაცია – როგორ მოხვდნენ პუტინის ოლიგარქები ტრამპის გუნდში,” – ვკითხულობთ ჟურნალის გარეკანზე.