მსოფლიოში უხუცესი კუ სახელად – ჯონათანი, 190 წლის გახდა. CNN-ის ინფორმაციით, კუ სეიშელის გიგანტური კუების სახეობას მიეკუთვნება და გინესის რეკორდების წიგნში ერთხელ უკვე მოხვდა. აქამდე ის ხმელეთზე მობინადრე ყველაზე ასაკოვანი არსება იყო და დღეიდან – კუებს შორის უხუცესიც გახდა.
რეკორდსმენი არსება ატლანტის ოკეანის სამხრეთით, წმინდა ელენეს კუნძულზე ცხოვრობს და ადგილობრივთა შორის დიდი პატივითაც სარგებლობს. როგორც ლონდონის ბრიტანული მუზეუმი ირწმუნება, ჯონათანი კუნძულზე 1882 წელს მოხვდა. არსებულ ფოტოებში ჩანს, რომ ის მაშინაც საკმაოდ დიდი იყო, სულ მცირე 50 წლის მაინც. ჯონათანის დაბადების სავარაუდო ასაკად მეცნიერები 1832 წელს მიიჩნევენ.
დაბოლოს, აღსანიშნავია რომ ჯონიმ წელს წინა რეკორდსმენის, კუ ტუის რეკორდი გააუმჯობესა. ტუი 1965 წელს გარდაიცვალა და მაშინ ის 188 წლის იყო.