LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თბილისი-მოსკოვის ავიარეისი გაუქმდა – Georgian Airways მიზეზად ეპიდვითარებას და ჟურნალისტების აჟიოტაჟს ასახელებს

66
Airzena---Georgian-Airways.-Boeing-737-529-(Alan-Lebeda-2008)

ავიაკომპანია Georgian Airways-ის მიერ დღეს თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით დაგეგმილი პირდაპირი, ერთჯერადი ჩარტერული რეისი გაუქმდა.

როგორც Georgian Airways-ის პრეზიდენტი, თამაზ გაიაშვილი აცხადებ,  მიზეზი გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და ჟურნალისტების მიერ ატეხილი აჟიოტაჟია.

„ინფორმაციას გიდასტურებთ. მიზეზი ისაა, რომ მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებაა რუსეთში და საქართველოშიც. ინფიცირებულთა რაოდენობა ორმაგად იზრდება, სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. ძალიან ბევრი ადამიანი იმის გამო დარჩა, რომ კორონავირუსი შეხვდა.

ასევე ჟურნალისტების აჟიოტაჟმა ითამაშა ძალიან დიდი როლი ამ რეისის გაუქმებაში. ვგულისხმობ იმას, რომ ჩარტერული რეისი სხვადასხვა მიმართულებით სრულდება და აჟიოტაჟი არაფრიდან გამომდინარე ატყდა. მერე რა, რომ მოსკოვში სრულდებოდა ეს რეისი?! ასეთი ძალიან ბევრი ჩარტერული რეისი სრულდება“, – განაცხადა გაიაშვილმა IPN-თან.

შეგახსენებთ, 28 იანვრის პირდაპირ რეისზე, რომელიც გაიაშვილის განცხადებით ბიზნესმენების დაკვეთით დაიგეგმა, Georgian Airways-მა მოსკოვის მიმართულებით პირდაპირი ფრენის ყველა ბილეთი გაყიდა.

გარდა ამისა, მისი განმარტებით, თუ იქნება დაკვეთა, შესაძლებელია მსგავსი რეისები სამომავლოდ ისევ დაიგეგმოს და შესრულდეს.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, რუსეთმა საქართველოსთან ავიამიმოსვლა 2020 წლის 8 ივლისიდან შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციები. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები