საქართველოში ბოლო 24 საათში 17 066 შემთხვევა დაფიქსირდა.
ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 30 პაციენტი. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 5 397 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
გუშინ საქართველოში 64 412 ტესტი ჩატარდა. რაც შეეხება ვაქცინაციას, დღიურად აცრილია – 7 997 მოქალაქე
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური – 26,5%, ბოლო 14 დღის – 17,88%, ბოლო 7 დღის – 22,1%
ჯამში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 127 234 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 986 928 გამოჯანმრთელდა, 14 870 კი, გარდაიცვალა.