ტანმოვარჯიშე და „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებული, სალომე ფაჟავა ეკო ფანგანის რუბრიკას „13 კითხვა“ სტუმრობს და დასმულ შეკითხვებს პასუხობს.
ყველაზე რთული გადაწყვეტილება, რაც ცხოვრებაში მიუღია, სპორტიდან წასვლაა:
„17 წელი მივუძღვენი სპორტს. ეს იყო მართლა ჩემი ცხოვრება და ყველაფერი… სპორტი იმდენად ყველაფერი იყო, მეტი არაფერი ყოფილა და ძალიან გამიჭირდა მასზე უარის თქმა. ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი იყო ტრავმები. მაინც ბედნიერი ვარ, რომ ჩემს სფეროში უდიდესი მხარდაჭერა და სიყვარული მივიღე. როცა ოლიმპიადაზე გამოვდიოდი, ვიცოდი, რომ ეს იყო ჩემი ბოლო გამოსვლა და მინდოდა, ლამაზ ნოტზე დამესრულებინა კარიერა… 30 წლის იყო ესპანელი ტანმოვარჯიშე და ჩვენთვის ბებერი იყო, ბებერს ვეძახდით (იღიმის)“.