პიანისტი და ტელეწამყვანი თათია შარანგია, რომელიც საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის ყოფილი რძალია, წერს, რომ ბაბუას ყველაზე მეტად სანი, მისი შვილი ჰგავს პოლიტიკის სიყვარულში და მსოფლიო პოლიტიკის ამბებსაც სწორედ მისგან იგებს.
„ედუ ბაბუს სანი გავს პოლიტიკის მიმართ ინტერესით. მსოფლიო ამბებს მისგან ვიგებ. სხვა ბავშვები თუ მულტფილმებს ან ფილმებს უყურებენ,სანიკო ახალ ამბებს ან დოკუმენტურ ფილმს უყურებს ☺️ გარეგნულადაც მას გავს.
ბავშვობის ფოტოს ვერ განასხვავებთ. დიდი იმედი მაქვს, რომ მასავით ნიჭიერი და დიდი მასშტაბების ადამიანი იქნება. ისტორია კი აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს. ❤️
ერთ-ერთ სამიტზე უთხრეს – ბატონო ედუარდ, ნატოს კარი საქართველოსთვის მუდამ ღიააო,- ღია კარში დიდხანს ნუ დაგვაყენებთ, ორპირი იცისო? შევი 94 ??“. – წერს თათია შარანგია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, საქართველოს მეორე პრეზიდენტს 25 იანვარს 94 წელი შეუსრულდებოდა.