LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ადამიანებს უწევთ მუშაობა კვირაში 70 საათი” – დღეს კანცელარიასთან აქცია გაიმართება

142

„40 საათიანი სამუშაო კვირა ყველასთვის!“ – ამ მოთხოვნით, დღეს, 19:00 საათზე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან „სოლიდარობის ქსელის“ ორგანიზებით აქცია გაიმართება.

აქციის მთვარი მოთხოვნებია: სამუშაო კვირა შეადგენდეს 40 საათს; ყოველ ჯერზე შეთანხმდეს დასაქმებულთან დამატებით დროში სამუშაოს შესრულება (ზეგანაკვეთური შრომა); დაიწყოს ზეგანაკვეთური სამუშაოს მუდმივი აღრიცხვა; მოხდეს ზეგანაკვეთური სამუშაოს ტარიფის განსაზღვრა და ის შეადგენდეს 1.5 -ს; გაუქმდეს სპეციფიკურ სამუშაო კატეგორიათა ნუსხა.

„სოლიდარობის“ ქსელის წარმომადგენელი რევაზ კარნაძე „ფორტუნასთან“ აცხადებს, რომ დამსაქმებლები, შრომის კოდექსით გათვალისწინებულ სამუშაო საათებზე, ბევრად მეტ საათს მუშაობენ.

„ადამიანებს უწევთ 40 საათზე მეტი მუშაობა… 50,  60, 70 საათი…“, – ამბობს „ფორტუნასთან“ სოლიდარობის ქსელის“ წარმომადგენელი რევაზ კარანაძე მისივე თქმით, პრობლემაა როგორც თავად კანონში არსებული ან არარსებული ჩანაწერები, ასევე აღსრულების მექანიზმები.

„ვითხოვთ, რომ დაიხვეწოს არსებული შრომის კოდექსი. ასევე პრობლემებს ქმნის, მთავრობის დადგენილება, სპეციპიკურ სამუშაო საათებზე. მაგალითად, ამ ჩანაწერში შედის ვაჭრობის სფერო, სადაც არ არის დაკონკრეტებული სფეროები. გაუგებარია, რატომ უნდა უწევდეს კონსულტანტს, კვირაში 50,60, 70 საათი მუშაობა“ – კანაცხადა კარნაძემ „ფორტუნასთან“.

მისივე თქმით, პრობლემაა ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების ტარიფიც.

„მაგალითად, თუ საათში იღებთ 10 ლარს, დამსაქმებელს შეუძლია გადაგიხადოთ 10.01 თეთრი, თუმცა ევროკავშირის სტანდარტით, ზეგანაკვეთური სამუშაო 1,5-ჯერ მეტად ანაზღაურდება“- აცხადებს რევაზ კარანაძე.

სოლიდარობის ქსელი აცხადებს, რომ საზოგადოებამ ერთად უნდა მოითხოვოს ის, რაც ისედაც ეკუთვნის.

“40 საათი, საუკუნეზე დიდი ხანია დადგენილია საკუთარი თავისა და ოჯახის გადარჩენისთვის საკმარის სამუშაო დროდ. ხოლო ზეგანაკვეთური შრომა იშვიათი საჭიროებების შემთხვევაში აუცილებელი სამუშაოა, რომელიც ყოველ ჯერზე დასაქმებულთან შეთანხმებით უნდა შესრულდეს.

საქართველომაც შრომის კოდექსში ჩადო ამის შესახებ მუხლი, თუმცა, გამოტოვა უმეტესი ბიზნესი, რომლებსაც შეუძლიათ კანონიერი ხრიკი გამოიყენონ, სახელად – ‘სპეციფიური კატეგორია’ (48 საათიანი სამუშაო კვირა, როგორც ნორმა) რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ ყოველ კვირა 8 ნამუშევარი საათისთვის განკუთვნილ ხელფასს გაკლებენ. ამას ჩვენ მოპარულ ხელფასს ვუწოდებთ.

ამასთან ერთად, შრომის კოდექსი არ განსაზღვრავს ზეგანაკვეთური საათების ანაზღაურების ტარიფს, შედეგად კომპანიების უმრავლესობა 10 თეთრით ზრდის საათობრივი ანაზღაურების ტარიფს. გამოდის, რომ ზეგანაკვეთური საათებისთვის გაზრდილი ტარიფი პრაქტიკულად არ არსებობს,” – ვკითხულობთ ღონისძიების გვერდზე, რომელიც ამ აქციის ორგანიზებისთვისაა შექმნილი.

https://www.facebook.com/events/322881711781545/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები