LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ პრემიები კვარტალში 2-ჯერ და 3-ჯერ არის გაცემული – აუდიტის სამსახური

111

აუდიტის სამსახური საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2017 წლის ფინანსური აუდიტის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც აღნიშნულია, რომ უწყებაში გაცემული პრემიის ოდენობა 61 795 ლარს შეადგენს.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ პრემიები დასაქმებულ პირებზე კვარტალში 2-ჯერ და 3-ჯერ არის გაცემული მაშინ, როდესაც საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ.

„დასაქმებულ პირებზე კვარტალში 2-ჯერ და 3-ჯერ არის გაცემული პრემიები: ცენტრალურ აპარატში – 59 595 ლარი, სააგენტოში – 2 200 ლარი, სულ 61 795 ლარი. შედეგად, დარღვეულია მთავრობის №449 დადგენილება, რომლის მიხედვით, საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ.

სააგენტოში, ფონდსა და დახმარების ცენტრში დანამატების გაცემის ფორმალური საფუძველია ხელმძღვანელის ბრძანება, რომელიც ეფუძნება კონკრეტული დეპარტამენტის მოხსენებით ბარათს. დახმარების ცენტრისა და ფონდის მოხსენებით ბარათებში ყოველთვიურად გამოყენებულია ერთი და იგივე სტანდარტული ტექსტი, ხოლო სააგენტოში მოხსენებითი ბარათები არ არის შედგენილი კონკრეტული პირების მიხედვით და მოიცავს დეპარტამენტის შესრულებულ სამუშაოებს ერთიანად;

თანამშრომელთა სამუშაო დროის მკაცრი აღრიცხვის სისტემის ფორმა (ტაბელი) არ იყო დამტკიცებული. ამასთანავე, წარმოდგენილ ტაბელებში არ ფიქსირდებოდა ინფორმაცია თანამშრომელთა მიერ ზეგანაკვეთური მუშაობის შესახებ“, – აღნიშნულია ანგარიშში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები