LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ანტირეკორდი: WHO-ს მონაცემებით, გასულ კვირაში 21 მილიონი ადამიანი დაინფიცირდა

102
1

ერთი კვირის განმავლობაში, კოვიდ-19-ით მსოფლიოში ადამიანების რეკორდული რაოდენობა დაინფიცირდა – გასული კვირის განმავლობაში, კოვიდ-19-ის 21 მილიონზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

მონაცემებს მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია ექვს რეგიონზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, ეს რეკორდულად მაღალი ყოველკვირეული მაჩვენებელია პანდემიის დაწყების დღიდან.

ამავე პერიოდში, მსოფლიოში კოვიდ-19-ს 50 000-მდე ადამიანი ემსხვერპლა.

WHO-ს მონაცემებით, ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 47% ევროპის რეგიონში დაფიქსირდა..

ამავე მონაცემების მიხედვით:

17-23 იანვრის პერიოდში ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა – 4 215 852, აშშ-ში დაფიქსირდა;

მეორე ადგილზე საფრანგეთია – 2 443 821 შემთხვევით;

მესამე ადგილზე ინდოეთი – 2 115 100 ინფიცირებულით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები