Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
უწყებაში უნდა გამოჩნდეს ხელმძღვანელი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას – პაატა მანჯგალაძე პოლიციელის მიერ არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უწყებაში უნდა გამოჩნდეს ხელმძღვანელი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას – პაატა მანჯგალაძე პოლიციელის მიერ არასრულწლოვნის ცემის ფაქტზე

91
პაატა მანჯგალაძე

ამ ფაქტს არა მხოლოდ ორი ადამიანის დაპატიმრება და დასჯა უნდა მოჰყვეს, არამედ უწყებაში უნდა გამოჩნდეს პასუხისმგებლიანი ხელმძღვანელი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას ამ ყველაფერზე – ეს არის სისტემური დანაშაული, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადს, რითაც პოლიციელების მხრიდან არასრულწლოვან შშმ პირზე ძალადობის ფაქტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ძალადობა “ქართული ოცნების” პირობებში პოლიციის ხელწერა გახდა.

“პოლიციელების ეს ქმედება წლების მანძილზე წახალისებული იყო ხელისუფლების მიერ, რადგან პოლიციელებმა ნახეს, რომ როცა მშვიდობიანი მომიტინგეები დაარბიეს “გავრილოვის ღამეს”, არავინ არ დასჯილა.”  – განაცხადა მანჯგალაძემ

მან ასევე 5 ივლისის მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ არც ამ დღის მოვლენების შემდეგ დასჯილა ივნმე.

“როდესაც ჟურნალისტებს დაერივნენ 5 ივლისს და არავინ არ დასჯილა – დიახ, მაშინ ხელისუფლებამ წაახალისა ძალადობა.” – აცხადებს მანჯგალაძე.

“ამ ფაქტს არა მხოლოდ ორი ადამიანის დაპატიმრება და დასჯა უნდა მოჰყვეს, არამედ უწყებაში უნდა გამოჩნდეს პასუხისმგებლიანი ხელმძღვანელი, რომელიც აიღებს პასუხისმგებლობას ამ ყველაფერზე – ეს არის სისტემური დანაშაული. ძალადობა “ქართული ოცნების” პირობებში გახდა პოლიციის ხელწერა”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები