„ღამის პრაიმ ტაიმი“ ახალი თოქშოუა, რომელიც „რუსთავი 2“-ზე იწყება და მისი წამყვანი ცნობილი ექვსეულია: ანა ჩირაძე, ავთანდილი, ნიკუშა ხაჩიძე, ზურა ხაჩიძე, ნინო ჩხეიძე და ბაჩო კოლელიშვილი.
წამყვანთა ექვსეული კასტინგის შედეგად შეირჩა. გადაცემის მთავარი პროდიუსერი მაია სტეფნაძეა. გადაცემა თაკო ფხაკაძის იდეით შეიქმნა.
ახლახან სოციალურ ქსელში წამყვანთა ექვსეულის ახალი ფოტოები გამოქვეყნდა, რომლებიც გადაცემის ჩაწერაზეა გადაღებული.
გადაცემა „რუსთავი 2“-ზე ყოველ სამშაბათს, საღამოს ათიდან გავა ეთერში.