გურჯაანის მუნიციპალიტეტში უბედური შემთხვევა მოხდა. სოფელ კოლაგის ტყეში, მამაკაცმა შემთხვევით გასროლილი ტყვიით თანასოფლელი სასიკვდილოდ დაჭრა.
ადგილობრივების ინფორმაციით, თანასოფლელები ტყეში სანადიროდ იმყოფებოდნენ და შემთხვევაც სწორედ ამ დროს მოხდა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა.
მომხდარს გურჯაანის პოლიცია იძიებს.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 116-ე, გაუფრთხილობლობით სიცოცხლის მოსპობის მუხლით დაიწყო.