LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პატრიარქი მარიხუანასთან დაკავშირებულ საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

99

სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე პარლამენტის თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს შეხვდა. საპატრიარქოს ინფორმაციით, შეხვედრა გუშინ საღამოს შედგა.

„სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს შეხვედრა ჰქონდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან.

მისმა უწმინდესობამ და დამსწრე სასულიერო პირებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ეკლესიის მკვეთრად უარყოფითი პოზიცია მარიხუანას კულტივაციასთან (მოყვანასთან) დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ ქვეყანა იმ რისკებს ვერ გაუძლებს, რასაც ეს პროცესი გამოიწვევს,“ – ნათქვამია საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„კანაფის კონტროლის შესახებ” კანონპროექტი ითვალისწინებს საექსპორტოდ კანაფის მოყვანა-წარმოებასთან დაკავშირებულ საკითხებს.