„ლელოს“ ლიდერები ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი და გრიგოლ გეგელია, 24 იანვარს, 13 საათზე უკრაინის ელჩს, იგორ დოლგოვს შეხვდებიან. შეხვედრა უკრაინის საელჩოში გაიმართება.
„ლელოს“ პრესსამსახურის ინფორმაციით, საპარლამენტო ფრაქცია “ლელო პარტნიორობა საქართველოსთვის” ლიდერების და “ლელოს” საგარეო მდივნის სტუმრობის მთავარი მიზანი უკრაინული სახელმწიფოსთვის და უკრაინელი ხალხისთვის თანადგომის გამოცხადებაა.
შეხვედრისას “ლელოს” ლიდერები ელჩ დოლგოვს გადასცემენ უკრაინის მხარდამჭერ საგანგებო ნოტას, რომლის ადრესატიც უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი და უკრაინის რადას სპიკერი რუსლან სტეფანჩუკი არიან.