LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველო ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაშია უკრაინის ხელისუფლებასთან, როგორც ყოველთვის, მაგრამ ახლა განსაკუთრებით: გიორგი ხელაშვილი

83
გიორგი ხელაშვილი

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ხელაშავილი უკრაინის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ „საქართველო ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაშია უკრაინის ხელისუფლებასთან, როგორც ყოველთვის, მაგრამ ახლა განსაკუთრებით“.

მისივე თქმით, „ძალიან ბევრია დამოკიდებული ნატოზე, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს და რამდენად ერთიანი ფრონტით გამოვა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ“.

„საქართველოს მხრიდან იდგმება ზუსტად ის ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას. ასევე, ვემზადებით ნატოს მადრიდის სამიტისთვის. თუმცა, იმედი გვაქვს, რომ ეს არ იქნება ნატოს ერთ-ერთი რიგითი სამიტი, არამედ აქ შეიძლება თვითონ ნატოს შიგნით მოხდეს გარდატეხა. ამის დიდი იმედი გვაქვს. მით უმეტეს, რომ რუსეთმა იმის საპირისპირო გამოიწვია, რაც უნდოდა – უფრო შეაკავშირა დასავლეთი. ჩვენ ვართ ძალიან მჭიდრო კომუნიკაციაში უკრაინის ხელისუფლებასთან, როგორც ყოველთვის, მაგრამ ახლა განსაკუთრებით. ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც გადადგმული იქნება დასავლეთიდან უკრაინის დასახმარებლად, საქართველოს მთავრობა, რა თქმა უნდა, ადეკვატურად უპასუხებს“, – განაცხადა ხელაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები