LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბინები კიდევ გაძვირდება: „სამშენებლო მასალების ღირებულება მკვეთრად გაიზარდა, მარაგები, რომლებიც ჰქონდათ კომპანიებს – ამოიწურა“

360
tbilisi-georgia-real-estate

წელს უძრავი ქონება ქვეყანაში, დიდი ალბათობით, კიდევ გაძვირდება. მსგავსს პროგნოზს დეველოპერული კომპანია „ალიზის“ აღმასრულებელი დირექტორი თამარ რამიშვილი აკეთებს, რომელმაც გადაცემაში „ბიზნესნიუსი“ ბინების გაძვირების მიზეზებიც განმარტა.

„ჩვენ წელს ველოდებით უძრავ ქონებაზე ფასების ზრდას, ვინაიდან, პანდემიის დროს, სამშენებლო მასალების ღირებულება მკვეთრად გაიზარდა. ის მარაგები, რომლებიც ჰქონდათ კომპანიებს, უკვე გარკვეულწილად ამოიწურა და ახალ ფასებში უწევთ მათ ამ სამშენებლო მასალების შეძენა, ოპერირება და პროექტების ბიუჯეტის დაგეგმვაც. შესაბამისად, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ მცირე დოზით, მაგრამ მაინც იქნება უძრავ ქონებაზე ფასების ზრდა“, – აღნიშნა თამარ რამიშვილმა და იქვე დასძინა, რომ კომპანია „ალიზი“ შეეცდება, მუდმივად შექმნას ისეთი პროექტები, რომლებიც მაქსიმალურად მოერგება მოხმარებლების უმეტესი ნაწილის მოთხოვნებს.

გარდა ამისა, „ალიზის“ აღმასრულებელი დირექტორი დეველოპერული სექტორის ამჟამინდელ მდგომარეობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ სექტრომა აღგენა შეძლო.

„პანდემიის დასაწყისი იყო საკმაოდ შოკური პერიოდი ყველასთვის, განსაკუთრებით, სანამ რეაბილიტაციას გადიოდა ჩვენი სექტორი. რა თქმა უნდა, კლება იყო როგორც ტრანზაქციებში, ისე ფასების მხრივ. თუმცა, მალევე, საკმაოდ კარგად რეაბილიტირდა მთლიანად სექტორი და ნელ-ნელა გაყიდვებში ზრდა დაფიქსირდა. მაგალითად, 2021 წლის პირველ ნახევარს, 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებლებს თუ შევადარებთ, 3%-იანი ზრდა არის დაფიქსირებული, 2020 წელთან შედარებით კი ზრდა 54%-ია“, – დასძენს „ალიზის“ აღმასრულებელი დირექტორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები