„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგიული კომუნიკაციების მდივანი ნიკა ობოლაძე ელექტროენერგიაზე გაზრდილ ფასებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ დენის გაძვირება ენერგომაფიას უკავშრდება.
“ენერგეტიკა – რატომ გაძვირდა, სად მიდის ფული, რა ხდება.
2003 წლის ენერგო სიტუაციის ზუსტი აღრიცხვა შეუძლებელია, რადგან იყო კორუფცია, კლანური გადანაწილება, დენი იყო ცოტა და რაც იყო გადიოდა ქვეყნიდან სხვადასხვა სქემებით.
სხვადასხვა ვარაუდით ქვეყანაში მაქსიმუმ 2 მილიარდამდე კილოვატისაათამდე რჩებოდა.
2011 წელს, სწორი მართვის შედეგად, ქვეყანა მოიხმარდა 10 მლრდ კილოვატამდე ელექტროენერგიას – 5 ჯერ გაიზარდა მოხმარება- მიწოდება.
აქედან, 2011 წელს, ელექტროენერგიის
იმპორტი: 470 მლნ კვტ
ექპორტი: 930 მლნ კლვ
ვიყავით წმინდა ექსპორტიორი ქვეყანა.
2021 წელს, ელექტროენერგიის
იმპორტი – 2006 კვტ ( 4ჯერ და მეტჯერ გაზრდილი)
ექსპორტი – 390 კვტ ( 2 ჯერ და მეტჯერ შემცირებული)
დენის ტარიფი 300 კილოვატ და მეტ მოხმარებაზე თუ იყო 14 თეთრი, ახლა არის 26 თეთრი, 2 ჯერ გაიზარდა ტარიფი.
მოკლედ:
1. „ქართულმა ოცნებამ“ თქვა, რომ დენის ტარიფს გაანახევრებდა და ამ დროს პირიქით – 2 ჯერ გაზარდა.
2. მიუხედავად რუსული ენერგობლოკადისა, 2012 წლამდე მოხდა ენერგოდივერსიფიკაცია, „ოცნებამ“ ქართული ენერგეტიკა გახადა რუსეთზე დამოკიდებული.
ახლა, მოხმარების 20 % -მდე რუსული დენია, განსაკუთრებით ზამთარში ვართ დამოკიდებული.
3. დენის გაძვირება უკავშირდება ენერგომაფიას რომელიც არის 2 კომპონენტიანი,
ა) აფხაზეთისთვის დენის მიწოდების გაორმაგება და იქედან ატკატის მიღება.
2011 წელს აფხაზეთს ვაწვდიდით 1,5 მლრდ კილოვატს.
2021 წელს აფხაზეთს მოვაწოდეთ 3 მლრდ კილოვატი.
ჯამში აფხაზეთში 800 მლნ ლარის ენერგია გაგვაქვს წლიურად.
ბ) დენის ექპორტ-იმპოორტის შუამავალი კომპანიებით ვაჭრობა, რომელი კომპანიების ფინანსური მონაცემები დახურულია და რომლის უკანაც დგას ენერგომაფია.
ჯამში 700 მლნ ლარამდეა ბრუნვა წელიწადში.
ანუ:
ბოლო 10 წელიწადში გავხდით ენერგეტიკულად რუსეთზე დამოკიდებული და ყოველწლიურად რამდენიმე ასეულ მილიონ ლარს – ენერგომაფია იღებს ხალხის ჯიბიდან.
რაც შეეხება „ბიტკოინებს“.
„ბიტკოინების“ წარმოება და ფულის კეთება კარგია, მე ამის წინაღმდეგი არ ვარ.
მე წინააღმდეგი ვარ, რომ მილიონერებმა და მილიარდელებმა ფული აკეთონ ხალხის ხარჯზე – ანუ თავად „ბიტკოინები“ გამოიმუშავონ და დენის ფული ხალხს გადაახდევინონ.
ზუსტად, ტარიფის ზრდის ნაწილი იყო “ბიტკოინები”, როდესაც მთავრობა სპეციალურ ფასად, იაფად ე.წ. თავისუფალ ეკონომიკურ ზონებში, საკუთარ კომპანებს აწვიდა დენს, ხალხი კი დენში 3-4 ჯერ ძვირს იხდიდა, ვიდრე მილიონერები „ბიტკოინების“ წარმოებაში.
ხშირად კი, მაგალთად სვანეთში საერთოდ არაფერს არ იხდან აქამდე.
როდესაც 3 ოჯახი მოიხმარს დენს და ჯამში 2 ოჯახი იხდის საფასურს, ანუ ეს 2 ოჯახი იხდის მესამე ოჯახის მოხმარების ფასსაც.
ზუსტად ასე იხდის გაჭირვებული ხალხი მილიონერი „ბიტკოინების“ მფლობებლების ელექროენერგიის გადასახადს.
ამ ყველა კითხვას პასუხი უნდა გაეცეს, მათ შორის საპარლამენტო საგამოძებო კომისიის მეშვეობით”. – აღნიშნავს ობოლაძე.