LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში შესვლა ფასიანი გახდა

283
251294530-902107673767280-4091237695726462144-n

ზუგდიდის ბოტანიკური ბაღში შესვლა ფასიანი ხდება. პარკის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2022 წლის 1 თებერვლიდან იმოქმედებს შემდეგი ტარიფები:

▪ საქართველოს მოქალაქე – 2 ლარი;

▪️ უცხო ქვეყნის მოქალაქე – 5 ლარი;

▪️ საქართველოს აკრედიტებული უმაღლესი

სასწავლებლების სტუდენტები -1 ლარი;

▪️ სკოლის მოსწავლე 10 წელზე ზევით – 1 ლარი;

▪️ ერთთვიანი აბონიმენტი 1 ვიზიტორზე – 10 ლარი;

▪️ სამთვიანი ამონიმენტი 1 ვიზიტორზე – 25 ლარი;

▪️ ექვსთვიანი აბონიმენტი 1 ვიზიტორზე – 40 ლარი;

▪️ ერთწლიანი აბონიმენტი 1 ვიზიტორზე-70 ლარი;

▪️ ერთთვიანი საოჯახო ” მეგობარათი” აბონიმენტი (არაუმეტეს 5 ადამიანი) – 20 ლარი;

▪️ სამთვიანი საოჯახო აბონიმენტი “მეგობარათი” (არაუმეტეს 5 ადამიანი)  – 35ლარი;

▪️ პიკნიკი 1 ვიზიტორზე ( საქართველოს მოქალაქე) – 10 ლარი;

▪️ კემპინგი 1 ვიზიტორზე (უცხო ქვეყნის მოქალაქე) – 15 ლარი;

▪️ ფოტოსესია – 50 ლარი.

რაც შეეხება უფასოდ შესვლის საკითხს, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის უფასოდ დათვალიერების უფლებით ისარგებლებენ: ომის მონაწილეები; პენსიონრები; საპატიო ზუგდიდელები; ობოლი, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული მოზარდები; საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არ არემატება 100-000-ს.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი საზოგადოების განსჯის საგანი გახდა, მას შემდეგ, რაც აუდიტის სამსახურმა დასკვნა გამოქვეყნდა. „2020 წელს ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში დასაქმებული იყო 6 მოლარე, თუმცა ბაღში შესვლა უფასოა და სალაროები არ ფუნქციონირებს“,- ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშშია აღნიშნული. აუდიტის მიხედვით, დასაქმებული 6 მოლარე-კონსულტანტის ხელფასებზე დაიხარჯა 50.3 ათასი ლარი.

„აუდიტის ჯგუფის მიერ ბოტანიკური ბაღის დათვალიერებით გამოვლინდა, რომ ბაღში შესვლა უფასოა და სალაროები არ ფუნქციონირებს. შესაბამისად, ხელფასები გაიცემა პირებზე, რომელთა ფუნქცია-მოვალეობები არ არის შესრულებადი“, – წერია აუდიტის ანგარიშში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები