LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ხომ დაგვპირდი, რომ იბრძოლებდი… როგორ დავიჯერო, რომ აღარ ხარ?” – კოვიდით ღუდუშაურის კლინიკის თანამშრომელი გარდაიცვალა

59470
1

კოვიდ-19-ით კიდევ ერთი ახალგაზრდა გარდაიცვალა. ვირუსმა ღუდუშაურის კლინიკის თანამშრომელი დავით პაპასკირი იმსხვერპლა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში პაპასკირის მეგობრები წერენ.

დავით პაპასკირი ღუდუშაურის კლინიკაში აიტის პოზიციაზე მუშაობდა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსებიდან კი ირკვევა, რომ პაპასკირი კოვიდს ებრძოდა:

,,დიდ იმედს ვიტოვებდით ყველანი, რომ ყველაფერი სიკვდილზე გამარჯვებით დასრულდებოდა, მაგრამ ამაოდ…რამოდენა სიყვარული დატოვე ბიჭო, როდისღა მოასწარი ამდენი. შენ იმ მარადისობის ნაწილი გახდი, რომელსაც არასდროს დავივიწყებთ”.

“ვერ ვიჯერებ ეხლაც. ბოლო წუთამდე იმედი მქონდა :(( რატო ღმერთო რატო წაგვართვი რატო წაიყვანე რატო. სული გამეყინა. ეს რა დიდი ტკივილი ხარ. ხომ დაგვპირდი, რომ იბრძოლებდი დათო, რატო წახვედი”.

,,უსამართლობაა და არასწორია, რომ დაგვტოვე და მერე ვაცნობ შენს თავს ყველას. ჩემი ბიძაშვილის შვილი, დათო პაპასკირი – ჩვენი დიდი ტკივილი. 23 წლის სრულიად ჯანმრთელი ვაჟკაცი – კოვიდმა იმსხვრეპლა…რა ჰქვია ამას”, – წერს  პლასტიკური ქირურგი დეა პაპასკირი.

,,ოთხი მუშკეტერი უშენოდ როგორ ვიყოთ? არ მინდა დავიჯერო ის რაც ხდება…

როგორი ბედნიერი იყავი, როგორ ვერ წარმოვიდგინე თუ ამხელა უბედურება დაგვატყდებოდა თავს”, – წერენ პაპასკირის მეგობრები სოციალურ ქსელში.

გარდაცვლილი ახლად დაქორწინებული იყო, მას ჯვრისწერა ნოემბერში ჰქონდა.