LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავსტრიის პარლამენტმა სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებას მხარი დაუჭირა

80
ავსტრიის პარლამენტი

137 ხმა 33-ის წინააღმდეგ – ავსტრიის პარლამენტმა სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებას მხარი დაუჭირა.

ამ ეტაპზე კანონპროექტს პარლამენტის ზედა პალატის მხარდაჭერაც სჭირდება, რის შემდეგაც მას ქვეყნის პრეზიდენტი მოაწერს ხელს.

ცვლილება სავარაუდოდ, 1-ელი თებერვლიდან ამოქმედდება და ავსტრია იქნება პირველი ევროპული ქვეყანა, სადაც ვაქცინაცია სავალდებულო გახდება.

ავსტრიაში მარტიდან აუცრელ პირებს სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევთ – “ომიკრონის” გამო კოვიდრეგულაციები მკაცრდება

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები