ვერ არის კარგად ჟოზე მოურინიოს საქმე. ამას თავადაც გაიძახოდა, ფეხბურთელები თუ არ მიყიდეთ, ოთხეულშიც ვერ შევალთო. ყიდვას ვინ ჩივის, პოგბაც არ დაკარგოს. ჰოდა ამიტომაც არის, მისი „მანჩესტერიდან“ დათხოვნის შანსები ძვირად რომ ფასობს და განსაკუთრებულს შეიძლება ყველაზე ადრე მიუთითონ კარისკენ. მის შემცვლელად კი ყველაზე მეტად ზინედინ ზიდანს მოიხსენიებენ.
თოლიებმა ჟოზე მონიშნეს
სეზონის სტარტი მოურინიოს „ბრაიტონმა“ ჩაუმწარა (2:3 წაგება). ამ გუნდის მეტსახელი კი თოლიებია.
არადა, მეორეს მხრივ, წარმატების ნიშანია, როდესაც ჩიტი გასკლინტავს.
ვერ არის სახარბიელო მდგომარეობა
ბუფონზე გადავიდეთ. ეს უბერებელი კაცი ერთ დროს ვიღაცეებთან რომ თამაშობდა, ახლა მათ შვილებთანაც უწევს ბურთაობა.
გაერთიანებული თაობები.
ალბათ ჯიჯი მთელ ბიოგრაფიას ერთ წიგნში ვერ ჩაატევს.
უეფას ვერსიით წლის მოთამაშე
და მაინც, ვინ წაიღებს ჯილდოს – რონალდო, მოდრიჩი თუ სალაჰი?