Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
საქართველოში კანქვეშა ჩიპებს აღარ შემოიტანენ: აიპლიუსმა Biohax International-თან კონტრაქტი გაწყვიტა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოში კანქვეშა ჩიპებს აღარ შემოიტანენ: აიპლიუსმა Biohax International-თან კონტრაქტი გაწყვიტა

6517
272192198-6947861075284391-3416307498079626366-n

საქართველოში კანქვეშა ჩიპები აღარ შემოვა. როგორც ქართულ კომპანია iPlus-ში აცხადებენ, შვედურ BioHax International-თან, რომელსაც ჩიპები უნდა მოეწოდებინა, კონტრაქტი გაწყვიტეს, მიზეზი კი მოქალაქეების მიერ ჩიპებისთვის რელიგიური დანიშნულების მინიჭებაა.

„ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს მომხმარებელს და ვითვალისწინებთ მათი უმრავლესობის დამოკიდებულებას. მიუხედავად იმის, რომ ჩიპებს აღარ შემოვიტანთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ მას არავითარი კავშირი არ გააჩნია რელიგიასთან და  ეს თანამედრივე ტექნოლოგია მხოლოდ კომფორტსა და უსაფრთხოებას ემსახურება! მარტო ის რად ღირს, როდესაც დედამიწაზე ყოველდღიურად მხოლოდ ავტოავარიით საშუალოდ 4100 ადამიანი, ხოლო ყოველწლოურად 1.5 მილიონი იღუპება და  ამ ადამიანებს, რომ ჩიპი ჰქონოდათ ჩამონტაჟებული, მინიმუმ 30-40% გადარჩებოდა, რადგან უსწრაფესად მიიღებდა სამედიცინო პერსონალი ინფორმაციას პაციენტის სისხლის ჯგუფის, წნევის, ტემპერატურის, გულისცემის, ყველა წარსულში ჩატარებული სამედიცინო პროცედურის, ალერგიაზე და სხვა. უამრავ ისეთ ინფორმაციაზე, რა ინფორმაციის მომენტალურად ფლობასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადამიანის სიცოცხლისათვის.

მოკლედ ასეა თუ ისე ჩვენ უარი განვაცხადეთ აღნიშნული ტექნოლოგიის საქართველოში შემოტანაზე“, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც iPlus ავრცელებს.

2022 წლიდან საქართველოში კანქვეშა ჩიპები იქნება ხელმისაწვდომი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები