„დრესაპ ჯგუფმა“ თბილისში ETAM-ის კიდევ ერთი მაღაზია გახსნა. ობიექტი სავაჭრო ცენტრ „ისთ ფოინთში“ განთავსდა.
აღსანიშნავია, რომ ETAM თეთრეულის ბრენდია პარიზიდან, რომელსაც საუკუნეზე მეტი ხსნის ისტორია აქვს და დაარსებიდან დღემდე ზრუნავს ქალებისათვის კომფორტის შექმნაზე.
„ETAM, რომელიც თეთრეულის #1 ბრენდია საფრანგეთში, ჩვენი ოჯახის ერთ-ერთი ახალი და გამორჩეული წევრია. მართალია, აღნიშნულ ბრენდს ქართველი მომხმარებელი 2009 წლიდან იცნობს, თუმცა „დრესაპ ჯგუფის“ შემადგენლობაში 2020 წლიდან გადმოვიდა. აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო კომპანია „ედრესს“, რომელმაც თავის დროზე შემოიყვანა აღნიშნული ბრენდი და წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა მის ოპერირებას. სწორედ მათი და ჩვენი ჯგუფის თანამშრომლობისა და ურთიერთშეთანხმების შედეგია ის, რომ მაღაზია „ეტამი“, დღესაც აგრძელებს განვითარებას და მისი დახვეწილი, ხარისხიანი და მოთხოვნადი კოლექციები კიდევ უფრო ხელმისაწვდომია მომხმარებლებისათვის.
მიუხედავად იმისა, რომ ბრენდის გადმობარება საკმაოდ რთულ პერიოდს დაემთხვა, იყო პანდემიისგან გამოწვეული სირთულეები, თითოეული ეტაპი წარმატებით განვახორციელეთ. პირველი პროექტი იყო პეკინის #5 ში მდებარე მაღაზიის განახლება. ასევე ბრენდი დაემატა ჩვენს ონლაინ მაღაზიაშიც“, – ამბობს „დრესაპ ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი, ლაშა მურვანიძე.