მეგან მარკლის საქორწინო კაბა სამუზეუმო ექსპონატი გახდება, ფრანგული მოდის სახლის Givenchy-ის ულამაზესი აბრეშუმის თეთრი კაბა, მესამედი მკლავით, ნავისებური ყელითა და 5 მეტრიანი ფატით, რომელიც 37 წლის მსახიობს პრინც ჰარისთან ჯვრისწერის ცერემონიალზე ეცვა საგამოფენო სივრცეში დაიდებს ბინას.
200 ათასი გირვანქა სტერლინგის ღირებულების საქორწინო კაბის ახლოდან ნახვა სამეფო ოჯახის გულშემატკივრებს ბერკშირის საგრაფოში, უინძორების სასახლეში შეეძლებათ.
შეგახსენებთ, რომ სამეფო ქორწილისთვის კაბა მოდის სახლ Givenchy-ის კრეატიულმა დირექტორმა Clare WaightKeller-მა შექმნა.