ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ხელმძღვანელი, დავით გადელია კიდევ ერთხელ განმარტავს, რატომ არის აუცილებელი რეგულაციების დაცვა და ვაქცინაცია.
„ძალიან იცავს!
ეპიდემიოლოგიაში ყოველ წვრილმანს და დეტალს აქვს მნიშვნელობა: ორკაციან მაგიდაზე სადილობა ხინკლით (ანუ, საერთო ლანგრიდან გადასაღები საკვები), ლუდის წრუპვით და საუბრის თანხლებით არის ომიკრონისთვის 100%-იანი გადამდები კონტაქტი, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე!
დაავადებული წინა დღის გატესტილი იყო (უარყოფითი), ხოლო ერთობლივი სადილიდან მეორე დღეს უკვე სიმპტომები გაუჩნდა და ახალმა ტესტმაც დადებითი აჩვენა – ანუ, კონტაქტის დროს, ვირუსის გავრცელების მხრივ, მაქსიმალურად სახიფათო.
ჩემმა ბუსტერმა ასეთ სიტუაციაშიც გაქაჩა, თუმცა გადარჩენის შანსი, ასეთი კონტაქტისას, აცრის იმედად 30-40% -ზე მეტი მაინც არაა… ცოტა კიდეც დამწყდა გული- ორგანიზმი ვირუსთან საბრძოლველად მზად მქონდა, თუმცა მაინც ჯობია, რომ არ დამემართა!?
წუხელ გავიტესტე – უარყოფითი და არც არაფერი მაწუხებს”, – წერს დავით გადელია სოციალურ ქსელში.