LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა ბუთხუზი: „აფთიაქში შევედი და სულ უბრალო წამლებში 90 ლარი დავტოვე, მარკეტში შევდივარ და 50 ლარი ხუთი ლარივითაა – წამებში ქრება…“

1966
butxuzinews

მსახიობი ნანა ბუთხუზი პასუხობს ჟურნალ „გზის“ კითხვას, როგორ შეხვდა კომუნალურების გაძვირებას.

ნანა ბუთხუზი:

„ამას წინათ აფთიაქში შევედი და სულ უბრალო წამლებში 90 ლარი დავტოვე, მარკეტში შევდივარ და 50 ლარი ხუთი ლარივითაა – წამებში ქრება. ესეც თქვენი უფასო ფული, რომელსაც გვპირდებოდნენ. როგორც ჩანს, „უფასო“ გაუფასურებულ ფულს ნიშნავდა. მომიტევეთ, მაგრამ ყოველთვის მეცინებოდა იმ ადამიანებზე, რომლებმაც ეს იაფფასიანი ტყუილები დაიჯერეს. ამ მიამიტობის შედეგად რა მივიღეთ? – გაზულუქებული, მილიონერებად ქცეული მინისტრები, თანამდებობის პირები და გასაცოდავებული ხალხი – ნუთუ, ეს ნორმალური სიტუაციაა?! ნუთუ, ამ ტყუილსა და სიღატაკეში ცხოვრება ვინმეს მოსწონს?! 1990-იანი წლები მაქვს გამოვლილი, როცა არაფერი იყო ისეთი გამობრძმედილი ვარ, ყველაფერს ვუძლებ, მაგრამ არ მინდა, ახალმა თაობამ ჩვენი გზა გამოიაროს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები