ფონიჭალაში 3 მოქალაქე სამართალდამცველს ფიზიკურად გაუსწორდა – შემთხვევა გუშინ მოხდა.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე დაკავებულია სამი პირი, გამოძიება კი 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანებას გულისხმობს.
„ფორტუნას“ინფორმაციით, კონფლიქტი პოლიციელსა და მოქალაქეებს შორის მარკეტში მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველმა მისთვის უცნობ პირებს სალაროსთან ურიგოდ გასვლის მცდელობისთვის შენიშვნა მისცა.