LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დისტანციური რეჟიმი – როგორ შევინარჩუნოთ კონცენტრაცია და არ დავკარგოთ პროდუქტიულობა: 8 რჩევა ფსიქოლოგებისგან

48
Work-From-Home-Tips-DreamHost-750x498

სახლიდან მუშაობა, დისტანციური რეჟიმი თუ რაც არ უნდა დაარქვათ, სამუშაოს სავარძლიდან თუ სასადილო მაგიდიდან შესრულება ახალი რეალობის ნაწილია.
ასეთ დროს კონცენტრაციის შენარჩუნება და საკუთარი თავისთვის განრიგის შედგენა ძალიან მნიშვნელოვანია.

1. სამუშაო სივრცე
საძინებლიდან მუშაობთ თუ პირადი კაბინეტი გაქვთ, მნიშვნელოვანია რომ სამუშაოდ ერთი სივრცე აირჩიოთ. რაც არ უნდა კომფორტული იყოს საწოლში ლეპტოპით წამოწოლა და მუშაობა, დააძალეთ თავს, რომ მუშაობას უფრო ორგანიზებულად მიუდგეთ და პროდუქტიულობაც აუცილებლად გაიზრდება.

2. თავი შორს დაიჭირე სოციალური მედიისგან
სოციალური მედია ყველაზე დიდი ცდუნებაა და მისგან თავის დაღწევა მარტივი ნამდვილად არ არის. შეიძლება იფიქროთ, რომ Instagram-ზე რამდენიმე წამით, დასასქროლად შედიხართ და იქ საათობით დარჩეთ. ამიტომ მკაცრად განსაზღვრეთ დრო, რომელსაც სოციალურ ქსელებს დაუთმობთ და სასურველია თუკი ამას სამუშაო საათების შემდეგ გააკეთებთ.

3. ჩაიცვი წარმატებისთვის

მიუხედავად იმისა, რომ სახლში სამუშაო დრეს-კოდი არ მოქმედებს და ოფიციალური ჩაცმულობა არ გჭირდებათ, სასურველია დილით მაინც გამოეწყოთ და მუშაობას პიჟამებით არ შეუდგეთ.

4. არ გადადოთ

თუკი ფიქრობთ, რომ სახლში უფრო მეტი დრო გაქვთ და საქმის გადადება არაფერს გააფუჭებს, მაინც ყველაფერს მოასწრებთ – ძალიან ცდებით. ასეთ დროს იმაზე უნდა იფიქროთ, რომ შეიძლება რაღაც დაუგეგმავი მოხდეს და დედლაინმა მოგისწროთ, თქვენ კი საქმე მზად არ გქონდეთ.

5. შეადგინე ცხრილი

კარგი იქნება თუკი სამუშაო დღეებს წინასწარ დაგეგმავთ და ზუსტად გეცოდინებათ თუ როდის რა უნდა გააკეთოთ. თუკი გირჩევნიათ დინებას მიყვეთ და ზუსტი ცხრილის შედგენაც არ გიყვართ, მაშინ ზოგადი გეგმა/მონახაზი მაინც უნდა გქონდეთ.

6. სპორტული შესვენება

სამუშაო დღის განმავლობაში შესვენება და მცირე სპორტული აქტივობა მხნეობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. ფიზიკური დატვირთვა ტვინისთვისაც ძალიან სასარგებლოა და ფინჯანი ყავის მირთმევის ნაცვლად უმჯობესია ენერგია სწორედ ამ მეთოდით დაიბრუნოთ.

7. ადამიანებთან კომუნიკაცია

სახლიდან მუშაობამ შესაძლოა თავი მარტოსულად გაგრძნობინოთ. ასე რომ, ურიგო არ იქნება თუკი თქვენ ცხრილში საკმარის დროს სოციალიზაციასაც დაუთმობთ.

8. დატკბი შესვენებებით

თუ როდის უნდა აიღოთ შესვენება და რამდენ ხნიანი უნდა იყოს ის, არც თუ ისე მარტივი დასაგეგმია. შესვენებაზე უარის თქმა ნამდვილად არ ღირს და კარგი იქნება თუკი დღის განმავლობაში რამდენჯერმეც კი შეისვენებთ, გონებას გადატვირთავთ და საქმეს ახალი ენერგიებით შეუდგებით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები