საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხეში მისმა ძმისშვილმა ელენე სააკაშვილმა მოინახულა.
„მიხარია, რომ მოვახერხე ბიძაჩემის მონახულება, მხნედ არის“,- განაცხადა პენიტენციურ დაწესებულებასთან ელენე სააკაშვილმა.
ელენეს განცხადების შემდეგ ბევრი კითხვა გაჩნდა სოციალურ ქსელში. ბევრს აინტერესებდა, ვინ არის და რას საქმიანობს პრეზიდენტის ძმისშვილი. ბევრი ელენე სააკაშვილის გარეგნობამ მოხიბლა. წერდნენ, რომ ულამაზესი გოგოა.
შევეცადეთ, ელენე სააკაშვილზე ინფორმაცია მოგვეძიებინა.
მიხეილ სააკაშვილის ორი ძმა ჰყავს, დავითი და გიორგი, რომლებიც ნიკოლოზ სააკაშვილს მეორე ქორწინებიდან შეეძინა.
გიული ალასანიასთან განქორწინების შემდეგ, ექსპრეზიდენტის მამა მეორედ სვეტლანა სააკაშვილზე დაქორწინდა.
ელენე დავითის უფროსი ქალიშვილია, მას კიდევ ორი და – ანასტასია და ნინია ჰყავს.
ელენე სააკაშვილი დაიბადა და გაიზარდა თბილისში. შემდეგ წავიდა აშშ-ში, სადაც ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში პოლიტიკის მეცნიერებისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლობდა.
ამჟამად, ერთ-ერთ კვლევით ცენტრ Atlas Network-ის თანამშრომელია, სადაც კომპანიის განვითარების მენეჯერად მუშაობს.
Atlas Network არის ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ატარებს კვლევებს, უზრუნველყოფს გრანტებსა და ტრენინგებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ლიბერტარიანული ჯგუფებისთვის.
ელენეს და ანასტასია ასევე წარმატებული გოგოა. თბილისში კერძო სკოლის დამთავრების შემდეგ პარიზში აგრძელებს სწავლას.
„Brown University -ის სტუდენტი გახდა. ამაზე ამაყი არასდროს ვყოფილვარ. გილოცავ ამ დამსახურებულ წარმატებას ჩემო ვარსკვლავო!“, -წერდა გასული წლის დეკემბერში ელენე სააკაშვილი.
ამ ამბით გახარებული იყო მიხეილ სააკაშვილის მამა ნიკოლოზ სააკაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში წერდა:
„დღეს ვარ ამაყი როგორც არასდროს. ნიჭი, შრომისმოყვარეობა, მიზანდასახულობა ნამდვილად არ იკარგება. ჩემი შვილიშვილი ანასტასია ჩაირიცხა მსოფლიოს ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში, მამაჩემის პროფესორ მიხეილ სააკაშვილის გენი გრძელდება, ყველა ჩემ შვილიშვილს ვუსურვებ წინსვლას და დიდ წარმატებებს“.
ელენე სააკაშვილის ფეისბუქიდან ასევე ცნობილი ხდება, რომ მას კარგი ურთიერთობა აქვს ყოფილ პირველ ლედისთან სანდრა რულოვსთან. მასთან ერთად ელენეს სურათები აშშ-ში, კერძოდ ვაშინგტონში აქვს გადაღებული.