LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზში, ხანძრის გამო 20 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, ბავშვები

110

პარიზის გარეუბანში, საცხოვრებელ სახლთან ხანძრის გამო, სულ მცირე, 20 ადამიანი დაშავდა. მათგან ოთხი მცირეწლოვანია.

ექიმების ცნობით, ბავშვების მდგომარეობა კრიტიკულია. დაშავებულებს შორის არიან პოლიციელებიც.

პარიზის გარეუბანში ხანძარი საღამოს საათებში გაჩნდა. ძლიერი ცეცხლის ლოკალიზებას 100-მდე მეხანძრე თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდა.

ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, არსებობდა ცეცხლის გავრცელების საშიშროება, თუმცა მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება დროულად შეძლეს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები