კომაროვის სკოლის კურსდამთავრებული ანა ონოფრიშვილი მასაჩუსეტსის (აშშ) ტექნოლოგიის ინსტიტუტში, მათემატიკის ფაკულტეტზე სრული დაფინანსებით ჩაირიცხა. ინფორმაციას კომაროვის სკოლა ავრცელებს.
ანა დაჯილდოებულია კომაროვის სკოლის 2021 წლის საუკეთესო კურსდამთავრებულის სიგელით. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტის 100 წლის იუბილეზე ანას მიენიჭა სახელმწიფო ჯილდო – მედალი.
ცნობისთვის, Massachusetts Institute of Technology (MIT) მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიის დარგში. მრავალი წელია მსოფლიო უნივესიტეტების რეიტინგში პრესტიჟულ ადგილს იკავებს, რაც განპირობებულია სასწავლო პროგრამების ინოვაციურობითა და თანამედროვე ტექნოლოგიური რესურსით.