LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შემთხვევაში დავტოვოთ ბავშვი ონლაინ სწავლებაზე – კულუმბეგოვი მშობლებს რჩევით მიმართავს

420
1

დღეს, ქვეყნის მასშტაბით, სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა. 

არსებული ეპიდვითარების ფონზე, ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მშობლებს ურჩევს, თუ რა შემთხვევაშია სასურველი მოზარდები ონლაინ სწავლებაზე გადავიდნენ.

კულუმბეგოვი მშობლებს ურჩევს, ის მოსწავლეები, რომლებიც არ არიან ვაქცინირებულები და ასევე აქვთ ქრონიკული დაავადებები, ონლაინსწაველაბზე გადაიყვანონ:

“ქვეყანაში სწავლების ორი ტიპია და ონლაინრეჟიმი უნდა აირჩიოს იმ ოჯახებმა, რომელთა ბავშვები არიან აუცრელები და თან ასევე  რომელიმე ქრონიკული დაავადების მატარებლები.

აუცრელობა ერთი – ასაკობრივი შეზღუდვით ან მეორე – მათი სურვილით, როდესაც საკუთარ შვილებს არ ცრიან 12 წლის ზემოთ და თუ მათ აქვთ რომელიმე ქრონიკული დაავადება სასუნთქი სისტემის, გულსისხლძარღვთა სისტემის, დიაბეტი, ნევროლოგიური პრობლემები და ასე შემდეგ, ასეთ ოჯახებს ვურჩევდი, ბავშვი ონლაინსწავლებაზე დატოვოს.

მეორე მხრივ, ბავშვი შეიძლება იყოს აცრილიც, შეიძლება იყოს სრულიად ჯანმრთელი, მაგრამ ოჯახი იყოს მრავალსულიანი, სადაც არიან ასაკოვანი ადამიანები, ასეთ ოჯახებსაც, მე როგორც ექიმი, ონლაინსწავლებაზე გადასვლას ვურჩევდი”, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

შეგახსენებთ, სკოლებში სწავლა დღეიდან განახლდა. მშობლებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა, სწავლების დისტანციური ფორმა თავად აირჩიონ. სამინისტროს ინფორმაციითვე, რისკ-ჯგუფის მასწავლებლები, სურვილის შემთხვევაში, გაკვეთილების დისტანციურად ჩატარებას შეძლებენ.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სასწავლო დაწესებულებაში შესვლამდე მოსწავლეებს თერმოსკრინინგის გავლა და ხელების დეზინფექცია მოუწევთ. მკაცრად გაკონტროლდება პირბადის ტარების წესი და დისტანციის დაცვაც.

გაბუნია: სკოლა უნდა შეჩერდეს ყველაზე გვიან