იტალიელ პოლიციელებს ვარდისფერი პირბადის ტარება არ სურთ, მათი აზრით, პირბადის ფერი უნიფორმას არ შეეფერება.
მთავრობის გადაწყვეტილება სამართალდამცავებს იმდენად არ მოეწონათ, რომ რამდენიმე პრეფექტურაში საპროტესტო აქციებიც კი დაიწყო. ვენეციაში, სირაკუზში, ფერარაში, ვარეზეში და პავიაში პოლიციელებმა ვარდისფერი პირბადეები პროტესტის ნიშნად მოიხსნეს და ხელმძღვანელები გააფრთხილეს, რომ მათ ტარებას არ აპირებენ.
პირბადე უნიფორმის ნაწილი უნდა იყოს და შესაბამისი ფერი უნდა შეირჩეს, ფიქრობენ კანონის დამცველები.