მწერალი ტორესა მოსი ეხმიანება დევნილთა დასახლებაში მომხდარ ტრაგედიას, როდესაც იქაურმა მაცხოვრებელმა თავი მოიკლა… მწერალი აღნიშნავს, რომ 30 წელია, ამ ადამიანებს ნორმალური საცხოვრებელი პირობები სანატრელი აქვს…
დევნილთა დასახლებაში, „ქართლში“ უბედურება მოხდა - კაცი გადმოხტა და თავი მოიკლა: ელენე ხოშტარია
აღნიშნული ინფორმაცია დაუდასტურეს „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროშიც.
„30 წელია, ხალხი დევნილობაში ცხოვრობს. როგორ შეიძლება, რომ 30 წლის თავზე ამ ხალხს საცხოვრებელი პირობები ისევ პრობლემად ჰქონდეს? რა ხალხი ვართ, რა საზოგადოება, რა პრიორიტეტები გვაქვს? რანაირად მოვახერხეთ ეს, რომ 30 წელიწადში ეს პრობლემა ვერ მოვაგვარეთ? რა უნდა დავიბრუნოთ, ვინ უნდა შემოვირიგოთ, სად უნდა დავბრუნდეთ, დაფიქრდით, აბა. ამაშია საქმე. ყოველი კორუფციული გარიგება, ყოველი არაკეთილსინდისიერად შესრულებული საქმე, ყოველი გულგრილობა არის ამ ყველაფრის მიზეზი. უნდა გავიგოთ, ცუდად ვცხოვრობთ იმიტომ, რომ ცუდი ხალხი ვართ. ყველა დანარჩენი კი არ არის ცუდი და ჩვენ კი არ ვართ კარგები, არა, ჩვენ ყველა ერთად ვართ ცუდები და სხვებს კი არ უნდა დავუწყოთ ლოდინი, ისინი როდის გახდებიან კარგები, აქ, ახლა, ამ წამს უნდა დავიწყოთ ცვლილება ჩვენს თავში. ვიცი, რომ დაუჯერებლად გეჩვენებათ, მაგრამ ხელისუფლება შეიცვლება, ცხოვრება შეიცვლება, ყველაფერი შეიცვლება, როცა ჩვენ შევიცვლებით. არ ვიცი, როგორ უნდა დავარწმუნო გარშემომყოფები ამაში, მაგრამ ჯერ გავმდიდრდეთ და მერე სწორად ვიცხოვრებთ, არაა სწორი, მასე არ მოხდება, პირიქით ხდება, ჯერ სწორად იქცევი და მერე მოდის კეთილდღეობა, დეოკუპაცია, უკეთესი გარემო, უკეთესი ცხოვრება და უკეთესი ქვეყანა. 30 წელია, პირიქით ვცდილობთ, ველოდებით როდის შეიცვლება ქვეყანა, რომ მერე ჩვენც შევიცვალოთ…“