LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“არ შევეგუებით 2007 წლის ხელფასებს 2022 წელს” – სოციალური სააგენტოს თანამშრომლები გაიფიცნენ

99
aqca

სოციალური სააგენტოს გაფიცული თანამშრომლები ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავენ, ტრანსპარენტებით “არ შევეგუებით 2007 წლის ხელფასებს 2022 წელს”

დღეს გაფიცვის პირველი დღეა. პროფკავშირის ცნობით, გაფიცულია 390-მდე თანამშრომელი.

დასაქმებულთა წარმომადგენლებმა 14 იანვარს სოციალური მომსახურების სააგენტოში გაფიცვის შესახებ ოფიციალური შეტყობინება შეიტანეს. პროფკავშირის ცნობით, წინასაგაფიცო მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა, სოციალური მომსახურების სააგენტომ და სამინისტრომ სოციალურ სააგენტოში დასაქმებულთა მოთხოვნები არ დააკმაყოფილეს.

დასაქმებულთა მოთხოვნებია:

  • სოციალური აგენტებისა და უფროსი სოციალური აგენტების ხელფასის ორივე ნაწილის (ფიქსირებული და გამომუშავებული ერთეულის) ზრდა 100 %-ით;
  • სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად გაწეული გზის ხარჯის ანაზღაურება სოციალური აგენტებისათვის;
  • სპეციალისტების, უფროსი და მთავარი სპეციალისტების ხელფასების ზრდა 100% -ით. (რომელიც არ გაზრდილა 2007 წლის შემდეგ);
  • რეგიონში და რაიონულ განყოფილებებში დასაქმებული სპეციალისტების, უფროსი და მთავარი სპეციალისტების ხელფასის თბილისის სერვის ცენტრებში იგივე პოზიციაზე დასაქმებულთა ხელფასებთან გათანაბრება.
  • იმ შემთხვევაში, თუ რეორგანიზაციის დასრულებას მოყვება მთავარი სპეციალისტის (იურისტი) შტატის შემცირება, აღნიშნული პირები, როგორც მთავარი სპეციალისტები, გადაყვანილი იქნენ შესაბამის პოზიციაზე იმავე ან სხვა განყოფილებაში.
  • სააგენტოს მიერ, სხვა დამატებითი სამუშაოს დაკისრების შემთხვევაში (სხვა სიპების დახმარების მიზნით) შემსრულებელ პირს დაერიცხოს დამატებით შრომის ანაზღაურება.
  • სააგენტოს ცენტრებს დაემატოს კადრები, რათა არ მოუწიოს დასაქმებულს სხვა დამატებითი პოზიციების ფუნქცია მოვალეობის შეთავსება.
  • გაფორმდეს პროფესიულ კავშირთან შრომის კოლექტიური ხელშეკრულება.
  • ჩაიდოს ხელშეკრულებაში ხელფასის ყოველწლიური კალკულაცია ინფლაციის დონის გათვალისწინებით.