LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი რეიტინგი: პირველი საფრანგეთია, საქართველო უცვლელია

41

ფიფა მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ, ეროვნული ნაკრებების განახლებული რეიტინგი გამოაქვეყნა.

საქართველოს ნაკრებს პოზიცია არ შეუცვლია – 1242 ქულით ისევ 96-ე ადგილზეა.

რეიტინგის ახალი ლიდერი – მსოფლიოს ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრებია.

ბრაზილიამ და ბელგიამ ადგილები გაცვალეს და ახლა მეორე ევროპული ნაკრებია. ბუნებრივია, საგრძნობლად გაიუმჯობესა პოზიცია ფინალისტმა ხორვატიამ. კარგი შედეგები აქვთ ურუგვაის და ინგლისს.

მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონი გერმანიის ნაკრები პირველიდან მე-15 ადგილამდე დავარდა.
ყველაზე დიდი ვარდნა კი ეგვიპტის ნაკრებმა განიცადა – 45-დან 65-ე ადგილამდე.

ახალი ვერსია გამოქვეყნდება 20 სექტემბერს, ერთა ლიგის პირველი მატჩების შემდეგ.

ფიფას რეიტინგის ახალი TOP 10 ასე გამოიყურება:

1(7). საფრანგეთი – 1 726
2(3). ბელგია – 1 723
3(2). ბრაზილია – 1 657
4(20). ხორვატია – 1 643
5(14). ურუგვაი – 1 627
6(12). ინგლისი – 1 615
7(4). პორტუგალია- 1 599
8(6). შვეიცარია – 1 597
9(10). ესპანეთი – 1 580
9(13). დანია – 1 580

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები