LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზი ევროპის ყველაზე ხმაურიანი ქალაქია

112
veit-hammer-8p6KaacdIj8-unsplash-1000x600

პარიზი ევროპის ყველაზე ხმაურიანი ქალაქების რეიტინგის სათავეშია. მეორე ადგილს ლონდონი, მესამეს რომი იკავებს.

საფრანგეთის დედაქალაქში ხმაურის მთავარი წყარო – ავტომობილები და მატარებელია. გარდა ამისა, ხმაურის დაბინძურებაში მილიონობით პარიზელსაც თავისი წვლილი შეაქვს. ამ დროს ისინი უბრალოდ თავისი ყოველდღიური საქმიანობით არიან დაკავებული.

ყოველდღიურად 5,5 მილიონი ადგილობრივი და ქალაქის სტუმარი 55 დეციბელი სიმძლავრის ხმაურის ზეგავლენის ქვეშაა, რაც ჯანმრთელობისთვის საკმაოდ საშიშია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ასეთ ხმაურში ხანგრძლივად ცხოვრებას ისეთი პრობლემების გამოწვევა შეუძლია, როგორიცაა – ძლიერი თავის ტკივილი, უძილობა და გულის შეტევაც კი.

ევროპის 10 ყველაზე ხმაურიანი ქალაქი:

1. პარიზი, საფრანგეთი
2. ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
3. რომი, იტალია
4. მადრიდი, ესპანეთი
5. ბარსელონა, ესპანეთი
6. მანჩესტერი, დიდი ბრიტანეთი
7. ვენა, ავსტრია
8. ბერლინი, გერმანია
9. ბირმინგემი, დიდი ბრიტანეთი
10. მილანი, იტალია.

საინტერესოა, რომ ხმაურის დაბინძურების შედეგებით ევროკავშირის მოსახლეობის 20% იტანჯება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები