Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან, სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტები მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქცია-პერფორმანსს მართავენ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რუსთავის მე-12 დაწესებულებასთან, სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტები მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქცია-პერფორმანსს მართავენ

104
აქცია რუსთავის ციხესთან

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტები მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერ აქცია-პერფორმანსს მართავენ.

მათ ადგილზე სახელმწიფო დროშები გაშალეს და აპირებენ, რომ სახელმწიფო დროშა მიხეილ სააკაშვილს საპატიმროში შეუგზავნონ.

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, აქტივისტები გამოხატავენ სოლიდარობას მესამე პრეზიდენტის მიმართ, რომელმაც ეს ეროვნული სიმბოლიკა დაამტკიცა.

„სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივისტები შევიკრიბეთ, მოვედით ეროვნული დროშებით, რომელსაც სახელმწიფო დროშის სტატუსი მიანიჭა მიხეილ სააკაშვილმა. სოლიდარობას გამოვხატავთ მესამე პრეზიდენტის მიმართ, რომელმაც ეს ეროვნული სიმბოლიკა დაამტკიცა.

პერფორმანსის დასასრულის სახით შევუგზავნით პრეზიდენტს ამ დროშას სამოქალაქო აქტივისტების და ახალგაზრდების სახელით“, – აღნიშნა ირაკლი ფავლენიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები