მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა დამძიმდა და „ომიკრონის“ შტამი გააქტიურდა, გუდაური ფაქტობრივად დაიცალა, – ამის შესახებ სასტუმრო Quadrum-ის დამფუძნებელი ირაკლი ერისთავი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს. მისი თქმით, ხის კონტეინერებისგან დამზადებულ 23 ნომრიან სასტუმროში, ამ დროისთვის, 3 ნომერია დატვრითული, აქედან 2 -ადგილობრივი ტურისტია, ერთი დამსვენებელი კი ბულგარეთიდანაა.
„გუდაურში გამკაცრებულია უსაფრთხოების ზომები, თუმცა, ხალხის ნაკლებობა მაინც იგრძნობა. ამას მარტო ჩემი სასტუმროს მაგალითზე არ ვამბობ, ტრასებიც უჩვეულოდ ცარიელია. შეიძლება ეს ახალი წლის შემდგომ პერიოდსაც დავაბრალოთ, თუმცა, ძირითად გავლენას პანდემია ახდენს. ამ აქტივობით მუშაობა რთულია, თუმცა, რას ვიზამთ, ბიზნესის შენარჩუნების პოზიციაზე ვართ. ჯავშნებიც არ გვაქვს. იმედია არ დაგვხურავენ,“ – აცხადებს ერისთავი „ბიზნესპარტნიორთან“.
შეგახსენებთ, სასტუმრო Quadrum გუდაურში 2017 წლიდან ფუნქციონირებს.