ოკუპირებულ ახალგორში „კონტრაბანდული“ სიგარეტი და სასმელები ამოიღეს. საუბარია საქართველოში წარმოებულ პროდუქციაზე, ასევე საქონელზე, რომელსაც ქართული აქციზური მარკები აქვს.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეიდები ახალგორის მაღაზიებში ჩაატარა. შედეგად, ამოღებულია 110 კოლოფი სიგარეტი, 54 ბოთლი კონიაკი, 20 ბოთლი ლუდი და 30 ქილა ენერგეტიკული სასმელი.