LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სააკაშვილი მის საქმეზე ბრალდებულებს ბოდიშს უხდის: “ჩემ გამო დაიჩაგრნენ, თვითონაც არ ვიცნობ ჩემს თანამზრახველებს”

144
1

საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე ბრალდებულ პირებს მიმართა და ბოდიში მოუხადა.

სააკაშვილის თქმით, ელგუჯა ცომაია, ზურაბ წოწორია, შალვა წოწორია და გიორგი ნარიმანიძე რამდენიმე თვეა, იჩაგრებიან.

“მე მინდა ვუთხრა მათ, ჯერ ერთი დიდი მადლობა, იმისთვის, რომ არიან წესიერი, მშრომელი, ქართველი ადამიანები და მინდა ბოდიში მოვუხადო, რომ ჩემ გამო რამდენიმე თვე, ამ ძალიან წესიერ ხალხის რომელიც უბრალოდ თავისი შრომით ირჩენს თავს, ყოველდღიურ პურს მოიპოვებს, ეს დრო დააკარგვინეს.

მე თავიდანვე მოვუწოდე მათ, რომ ყველაფერს, რასაც ეტყოდნენ, დაეწერათ, იმიტომ, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და მე კიდევ ერთხელ ბოდიში მინდა მოვუხადო, რომ ჩემ გამო ადამიანები დაიჩაგრნენ.

ყველაზე უკანასკნელი, რაც მინდოდა ყოფილიყო, იყო ის, რომ ეს ადამიანები ყოფილიყვნენ რაღაცნაირად დაჩაგრული. ხომ ხედავთ, მე თვითონაც არ ვიცნობ ჩემს თანამზრახველებს, რეალურად არც გამიგია ვინ არის გიორგი ნარიმანიძე ცხოვრებაში, წოწორიებიც ვიცი ტელევიზორიდან”, – განაცხადა სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმის პროკურორის, ლევან ვეფხვაძის ინფორმაციით, დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდებული ოთხი პირი – ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე დაიკითხება.

ვრცლად სასამართლო პროცესზე სააკაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებები:

სააკაშვილის მიმართვა: აგერ დედაჩემი ზის… კარგად ვიცი, რას ნიშნავს, როცა ყოველ ღამე გესიზმრება შენი სამშობლო, შენი ეზო პეკინზე

ეს დარბაზი არის ჩემი აშენებული, ეს დროშა, აუდიტორიები ჩვენი გაკეთებულია, ეს გალია ჩემი აშენებულია: მიხეილ სააკაშვილი მოსამართლეს

თქვენ ისეთივე მოსამართლე ხართ, როგორც მე ასტრონავტი ვარ – სააკაშვილი მოსამართლეს

რატომ არის სააკაშვილი ციხეში – ექსპრეზიდენტი 4 მიზეზს ასახელებს

სააკაშვილი: ზვიად გამსახურდიას რატომ არ ასამართლებთ საზღვრის უკანონო გადმოლახვაზე? იმიტომ, რომ მოკალით, ხომ?”