LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამუნა გოდერიძე: „ვფიქრობ, აზრს კარგავს ყოველდღიურად ინფიცირებულების თვლა, დადგა ეტაპი, რომ მხოლოდ ჰოსპიტალში მოთავსებული შემთხვევების რაოდენობაზე გაკეთდეს აქცენტი!..“

197
tamunagoderidze

ექიმი-ენდოკრინოლოგი, თამუნა გოდერიძე სოციალურ ქსელში ომიკრონთან დაკავშირებით საინტერესო პოსტს ავრცელებს, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

„ვირუსის ისეთი გავრცელების პირობებში, როგორიც მომდევნო კვირებში გვექნება, ვფიქრობ, აზრს კარგავს ყოველდღიური ინფიცირებული შემთხვევების თვლა, თან განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რეინფიცირების შემთხვევების გაზრდა სტატისტიკურ მონაცემებში ზედდებულ ციფრებს ქმნის და მხოლოდ ფსიქოლოგიურად თრგუნავს საზოგადოებას.

დადგა ეტაპი, რომ მხოლოდ ჰოსპიტალში მოთავსებული (ოღონდ ნამდვილად ვისაც სჭირდება! და იმედს ვიტოვებ, რომ უკვე აღარავინ ხვდება არამიზნობრივად) შემთხვევების რაოდენობაზე გაკეთდეს აქცენტი.

რაც შეიძლება სწრაფად უნდა შემოვიდეს ქვეყანაში პერორალური გამოყენების მედიკამენტები, რომლებსაც მხოლოდ ოჯახის ექიმების მიერ გაცემული რეცეპტის საფუძველზე მიიღებს ინფიცირებული.

მატერიალური და ადამიანური რესურსი აღარ უნდა დაიხარჯოს ბინაზე და ამბულატორიულ კლინიკებში ჩატარებულ ხშირ შემთხვევაში აბსოლუტურად არაფრისმომცემ კვლევებზე, ეს ეხება იმ პირებს, რომელთაც პრაქტიკულად უსიმპტომო ან მსუბუქი მიმდინარეობა აქვთ, არიან აცრილები, ახალგაზრდები, არ აქვთ ქრონიკული დაავადებები და ა.შ.

კოვიდი იმართება პაციენტის სუბიექტური მდგომარეობით და მხოლოდ ჩივილების სწორი ინტერპრეტაციისას ინიშნება კონკრეტული კვლევები და შესაბამისი მკურნალობა.

ნუ დავხოცავთ ჩიტებს ბომბით (… დღესაც გრძელდება ბინაზე არასწორი თვითნებური მკურნალობა ანტიბიოტიკებით და აცრილ დაბუსტერებულ პაციენტებში კოვიდის დადასტურების დღიდან გადასხმები „დექსამეტაზონებით“)“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები