ფარავნის და ნაქერალას უღელტეხილებზე ავტოტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვა დაწესდა. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, შეზღუდვების დაწესების მიზეზი თოვლი, ქარბუქი და ცუდი ხილვადობაა.
რა ხდება გზებზე – საქართველოს მასშტაბით საავტომობილო გზებზე შეზღუდვები მოქმედებს
„თოვის, ქარბუქის და ცუდი ხილვადობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.