LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატო-ს მოკავშირეებმა რუსეთს მოუწოდეს, პატივი სცეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობას, კომპრომისზე არ წავალთ ქვეყნების სუვერენიტეტის მიმართ: სტოლტენბერგი

68
1

ბრიუსელში, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, ალიანსის გენერალურმა მდივანმა იმ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც შეხვედრის დროს განიხილეს.

როგორც იენს სტოლტენბერგმა მოგვიანებით განაცხადა, ალიანსის მოკავშირეებმა დღეს რუსეთს მოუწოდეს, რომ გაიყვანოს ჯარი და პატივი სცეს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

მისივე განცხადებით, ნატო-ს მოკავშირეები მზად არიან რუსეთთან დიალოგისთვის, მაგრამ ალიანსი ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით კომპრომისზე არ წავა:

“რუსეთს სამხედრო ძალები ჰყავს საქართველოში, უკრაინაში, ყირიმში, ასევე მოლდოვაში. ეს ჯარები ადგილზე იმყოფება ამ ქვეყნების მთავრობების ნებართვის გარეშე. ისინი იქ არავის მიუწვევია და არავინ მიესალმება.

ნატო-ს მოკავშირეებმა დღეს რუსეთს მოუწოდეს, უკან გაიყვანოს საკუთარი ჯარები და პატივი სცეს საქართველოს, უკრაინის, მოლდოვის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ეს ფუნდამენტური პრინციპებია, რომელსაც ყველა ქვეყანამ პატივი უნდა სცეს ევროპაში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.

ნატო-ს მოკავშირეები მზად არიან რუსეთთან დიალოგისთვის, მაგრამ ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით ჩვენ კომპრომისზე არ წავალთ.

ჩვენ არ წავალთ კომპრომისზე ევროპაში რომელიმე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რომელიმე ქვეყნის უფლებაზე – თავისით აირჩიოს საკუთარი გზა და ნატო-ს მოკავშირეების უფლებაზე – დაიცვან ერთმანეთი”, – განაცხადა სტოლტენბერგმა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები