LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2021 წელს 1000-ზე მეტი სახელმწიფო ქონება გაიყიდა

72
1623395581-ბიზნესი

სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2021 წელს დაჩქარებული პრივატიზაციის ფარგლებში, 303,500,000 მლნ ლარის ღირებულების 1000-ზე მეტი სახელმწიფო ქონების გაყიდვა და გაიჯარება განახორციელა. ასევე პრივატიზებულია სახელმწიფოს კუთვნილი აქციები და წილები 6 საწარმოში. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან გამოთხოვნილ ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ აქვეყნებს.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ეს მონაცემი ნაკლებია პრივატიზების საპროგნოზო მაჩვენებელზე, რაც პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა გამოწვევებმა განაპირობა, ბიუჯეტში მობილიზებული თანხა ბევრად მეტია 2019 – 2020 წლების ჯამურ მონაცემზე.

„2021 წელს სააგენტომ 2,426 აუქციონი გამოაცხადა, რაც პირდაპირ მეტყველებს კერძო სექტორის მხრიდან გაზრდილ მოთხოვნაზე, რაც პოზიტიურად აისახება ქვეყნის ეკონომიკურ პროცესებზე“, – აცხადებენ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები