LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ბედი ელის ინფექციურ საავადმყოფოს – „ცენტრის ახალ შენობაში გადატანა ჯერ ვერ ხერხედება“

155
ipiccy-image (1)

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ახალ შენობაში გადატანა ჯერ ვერ ხერხედება, ხოლო არსებული შენობის მფლობელ კომპანია „ავერსთან“, ამ ეტაპზე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა კლინიკა კიდევ გარკვეული დროის განმავლობაში ამავე შენობაში იყოს განთავსებული, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუანიამ გუშინ, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილი აღნიშნულ საკითხთან მიმართებით საქმის კურსშია.

„ეს კლინიკა სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ბატონი მინისტრი, მისი უწყებაში ყოფნის პირველივე დღეს ამ პროცესში მონაწილე ყველა მხარეს შეხვდა; მათ შორის ესტუმრა შიდსის ცენტრს და „ავერსის“ ხელმძღვანელობას, რათა შევთანხმდეთ მომავალი წლის ხელშეკრულებაზე. ბუნებრივია, რემონტის საკითხებზე აქტიური მუშაობა მიდის, რათა გარკვეული მიზნებისთვის ამ შენობის ადაპტაცია მოხდეს. წელს ბოლო ვადა იქნება, რომ ინფექციური დაავადებების ცენტრი ახალ შენობაში გადავიდეს და ეს საკითხი დაიხუროს. არავითარი რისკი შიდსის ცენტრის ფუნქციონირებას არ შეექმნება“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, 2021 წლის ბოლოს “ავერსი ფარმას” გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე ამბობდა, რომ ინფექციურ საავადმყოფოს შენობის დაცლა 2021 წლის ბოლო მოუწევდა, რადგან ხელშეკრულების ვადა იწურებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები