ოზურგეთის მერის, ავთანდილ თალაკვაძის თანაშემწე – არჩილ ყაზაიშვილი ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ყაზაიშვილის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126/1 მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.
არჩილ ყაზაიშვილი ოზურგეთის მერის თანაშემწედ 2021 წლის 10 დეკემბრიდან მუშაობს, მანამდე ის გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე იყო.