Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
დავით ზალკალიანსა და ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ზალკალიანსა და ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

96
დავით ზალკანიანი

​საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა სატელეფონო საუბარი გამართა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მირჩა ჯოანასთან. საგარეო უწყების ინფორმაციით, საუბრისას განიხილეს, რუსეთსა და ნატო-ელ მოკავშირეებს შორის დაწყებული მოლაპარაკებების პროცესი ევროპულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით.

„გენერალური მდივნის მოადგილის მიერ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოდგენილი შეთავაზებები ე.წ. უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით შეიცავს დებულებებს, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის ნატო-ს ფუნდამენტურ პრინციპებთან და ფასეულობებთან და რომ დაუშვებელია სუვერენული ქვეყნების საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში მესამე ქვეყნების მსგავსი ჩარევის მცდელობები.

ასევე გენერალური მდივნის მოადგილემ დაადასტურა ალიანსის ურყევი მხარდაჭერა ბუქარესტის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომ საქართველო გახდება ნატო-ს წვერი.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აქტიურ კონსულტაციებს და პოზიციების კოორდინაციას დიპლომატიური არხების მეშვეობით და ზემოაღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით ექნებათ შეთანხმებული მიდგომები“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.