LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“და-ძმობა არ წყდება, ჭკუას არავის ვასწავლი, უბრალოდ, გაუფრთხილდით თქვენს დებს და ძმებს” – ირმა ინაშვილი ემოციურ მიმართვას ავრცელებს

132
ირმაცჰკა

“პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის“ ლი­დე­რი, ირმა ინაშ­ვი­ლი, რომელსაც რამდენიმე კვირის წინ ძმა გარდაეცვალა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

შეგახსენებთ, ირმა ინაშვილის ერთადერთი ძმა, კოტე ინაშვილი ავარიას ემსხვერპლა.

ირმა ინაშვილი: “არაფერიც არ მცოდნია ტკივილზე- გულსა და სულში გახურებულ კოცონზე, რომელსაც ახალგაზრდა ძმის დაკარგვა ჰქვია, ახლა მეც იმათ რიგებში ვარ, ვისთვისაც ეს კოცონი აღარასდროს ჩაქრება”

კოტე ჩემი ნაწილი იყო და ამქვეყნიური ცხოვრების ბოლომდე… და მერეც ასე დარჩება. სადაც მე ვიქნები, ისიც იქნება! როგორც მე ვიქნები, კოტეც ისე იქნება! მარადიულია სიცოცხლე და მარადიულია და-ძმობა. არ წყდება. არ მთავრდება. ჭკუას არავის ვასწავლი. დარწმუნებული ვარ, ყველა ზუსტად ასე ცხოვრობთ… უბრალოდ, ჩემს განცდას გიზიარებთ: გაუფრთხილდით თქვენს დებს და ძმებს. თვალებში შესციცინებთ.

ამოიკითხეთ მათი ყოველი სიხარული და სევდა. მოეფერეთ. მოესიყვარულეთ. თუ სადღაც ბზარი გაჩნდა, გაამთლიანეთ, შეავსეთ. თუ გაუჭირდათ, ფეხზე წამოდგომაში დაეხმარეთ. ჭირიც და ლხინიც ერთი გქონდეთ.

ბედნიერი ვარ, რომ მე და კოტეს ერთმანეთისთვის გული არასდროს გვიტკენია. პირიქით… ტკბილად ვიცხოვრეთ. ისე არ გათენებულა და დაღამებულა, ერთმანეთი არ დაგველოცოს.

40 დღე გავიდა, რაც კოტე წავიდა. ყველაზე უცნაური 40 დღე ჩემს ცხოვრებაში… მადლობელი ვარ ღმერთის, რომ მაინც და მაინც ასეთი ძმა მაჩუქა-თავმდაბალი და გულისხმიერი… და სწორედ ღმერთს ვავედრებ მის სულს. არც აქ დაუტოვებია და ვიცი, არც იქ დატოვებს”, – წერს ირმა ინაშვილი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები